Name:
Password:
Please sign in or Register!
პირველი კვარტალი

1 შუალედური ანგარიშის დანართი
1- საველე კვლევებით დამატებითი ჭაბურღილების ჰიდროდინამიკური მახასიათებლების და მათი ტენზომგრძნობიარობის შესწავლა და დაკვირვების პუნქტების ოპტიმალური ქსელის შერჩევა.

პროექტის შესაბამისად, ჭაბურღილების ჰიდროდინამიკური მახასიათებლების (ფილტრაციის კოეფიციენტი, ჰიდროდინამიური გამტარებლობა და სხვა) შესწავლის და შესაბამისად ინფორმაციული ჭაბურღილების შერჩევის მიზნით განხორციელდა წყალშემცავი ჰორიზონტის დასინჯვები "სლაგ-ტესტის" მეთოდის გამოყენებით. ასევე, წყალშემცველი ჰორიზონტის მგრძნობიარობის კრიტერიუმად მიჩნეულიa მისი უნარი ფიქსაცია გაუკეთოს მიწისძვრის წინმსწრებ დეფორმაციული პროცესების თანაზომად, 10-7 10-9 ხარისხის დეფორმაციებს ანუ დედამიწის მყარი ქერქის მიმოქცევების თანაზომად დეფორმაციის სიდიდეებს. ის ჭაბურღილები, რომლებიც აფიქსირებენ ამ ცვლილებებს, ითვლებიან ინფორმაციულად.
   2014 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე საცდელი  დაკვირვებები ჩატარდა ოცდაათამდე ჭაბურღილზე, შემდეგ გაანალიზდა რეჟიმული დაკვირვებების შედეგები. ყველა ჭაბურღილის ტენზომგრძნობიარობა შეფასებული იქნება მათი რეაქციით მიმოქცევით ვარიაციებზე, ატმოსფერულ წნევასა და მიწისძვრებზე. ინფორმაციული ჭაბურღილები შერჩეული იქნა ძირითად გეოლოგიურ ბლოკებზე განლაგებული ჭაბურღილები. კერძოდ, პირველ ეტაპზე დაკვირვებებისთვის შერჩეული იქნა შემდეგი ჭაბურღილები: ქობულეთი, აჯამეთი, ონი, ახალქალაქი, ბორჯომი 1, ბორჯომი 67, ბორჯომი 47, ლაგოდეხი, მარნეული, ორთაჭალა 39, გორი, ნაქალაქევი, თბილისი (ბოტანიკური ბაღი) და ვარკეთილი (დანართი 1).

2. არსებული სარეჟიმო ჰიდროდინამიკური და მაგნიტომეტრიული ქსელის მოდერნიზაცია.
შერჩეულ სარეჟიმო პუნქტებზე განხორციელდა თანამედროვე, ინფორმაციის ოპერატიული შეკრების სისტემებით აღჭურვილი კომპლექსების დამონტაჟება და მონიტორინგის ორგანიზება (დანართი 2). 
დაიწყო ჰიდროდინამიკური დაკვირვებები რეჟიმულ ქსელზე ინფორმაციის რეალურ დროში შეკრების მიზნით GSM სისტემების გამოყენებით. სუბარტეზიული ტიპის (წყლის უარყოფით დონიან) ჭაბურღილებში დაკვირვებები იწარმოებს ჰიდროდინამიკურ პარამეტრებზე (წყლის დონე, ატმოსფერული წნევა და ტემპერატურ)ა. ასევე, ქობულეთის ჭაბურღილზე მიმდინარეობს ინსტალაცია და საცდელი ტესტირება აპარტურისა, რომელიც ზომავს ელექრო-მაგნიტურ გამოსხივებას, აკუსტიკურ ემისიას და ელექტროგამტარებლობას. 
ღრმა არტეზიულ ჭაბურღილებზე (დადებით დონიანი, ზოგიერთი მათგანი თერმული), ადგილმდებარეობით: თბილისში ორთაჭალა 39, ბორჯომი 37, ჭყვიში და მენჯი ორგანიზებული იქნა  ჰიდროდინამიკური პარამეტრების (წყლის წნევა, ატმოსფერული წნევა და ტემპერატურა) და ჰიდროქიმიური დაკვირვებები (ჰელიუმი, რადონი და სტაბილური იზოტოპები).  მზადდება დაკვირვებისთვის და გადის ინსტალაციას აპარატურა თელავის, ბოლნისის, ონი (სორტუანი), ასპინძის და წყალტუბოს ჭაბურღილებზე.
გეომაგნიტური დაკვირვებები დაიწყო დუშეთის ობსერვატორიაში. გადის ინსტალაციას და უახლოეს მომავალში დამონტაჟდება აპარატურა გეომაგნიტური  დაკვირვებებისთვის ბაკურიანისა და ბოლნისის რაიონებში.
ასევე, დაიწყო რეჟიმული დახრისმზომითი დაკვირვებები დუშეთის ობსერვატორიაში. გადის ინსტალაციას და უახლოეს მომავალში დამონტაჟდება აპარატურა გეომაგნიტური  დაკვირვებებისთვის ონისა და თბილისის რაიონებში.

3.მულტიდისციპლინარული: გეოდინამიკური, ჰიდროდინამიკური, ჰიდროქიმიური, გეოფიზიკური, მეტეოროლოგიური და სეისმური ინფორმაციის უნიფიცირებული მონაცემთა ბაზის შექმნა და მასალის ანალიზი.

3.1ბაზის სტანდარტების, სტრუქტურის და ფორმატის შერჩევა და შევსება.
ჵპროექტის ამოცანების შესრულების მიზნით შეიქმნა მონაცემთა ბაზა დელპი და მატლაბ გარემოში (დანართი 3), რომელიც შეივსება თანდათანობით გაზომილი პარამეტრით. მომზადდა ბაზის ისეთი სტრუქტურა რომელიც შესაძლებელია გაფარდოვდეს ახალი პარამეტრების ხარჯზე და მოსახერხებელი იქნება შეგროვებული მასალის შემდგომი ანალიზისათვის გისი სისტემის გამოყენებით. მომზადდა ვებ-გვერდი სადაც განთავსდა მასალები საჯარო მოხმარებისთვის.
3.2.კომპლექსური მულტიპარამეტრული მონაცემების გაფილტვრა მეტეოროლოგიური, სეზონური და სხვა ეგზოგენული სიგნალებისგან.
გეოპროცესების დინამიკის კვლევისათვის დავიწყეთ მონაცემების დამუშავება წრფივი მეთოდებით  MatLAb გარემოში შემუშავებული პროგრამული პაკეტით.
პარამეტრის ცვლილება განპიროვნებულია სხვა და სხვა ფაქტორებით, მათ შორის: დედამიწის მიმოქცევითი ვარიაციებით, ატმოსფერული წნევით, ნალექიანობით გამოწვეული სეზონური ცვლილებებით და გეოდეფორმაციული დაძაბულობით. ჰიდროდინამიკური სიგნალის დაყვანილი მნიშვნელობის  მისაღებად მოვახდინეთ მულტი-სიგნალების დაშლა სპეციალურად შემუშავებული პროგრამით RestDans. ანალიზის შედეგად გამოყოფილი იქნა მიმოქცევითი ვარიაციები და ატმოსფერული წნევის მდგენელები. მოხდა სუფთა გეოდინამიკური მდგენელის გამოყოფა (დანართი 4).
შემდეგში გაგრძელდება მასალის დამუშავება სხვა, მათ შორის არაწრფივი ანალიზის მეთოდებით.

3.4.რეგიონალური გეოდეფორმაციული და სეისმური ველების ცვლილებების და მათი ურთიერთ გავლენების შესწავლა.
გეოდინამიკური ველის სურათის აგების მიზნით ხდება რეჟიმული მასალიდან ჰიდროდინამიკური სიგნალის დაყვანილი მნიშვნელობების გადაანგარიშება ერთიან დაძაბულობის ველად სპეციალიზირებული პროგრამის მეშვეობით. ამ ველის დროში და სივრცეში ევოლუცია და ამ პერიოდში დაფიქსირებული მიწისძვრების ანალიზი შემდეგში საშუალებას მოგვცემს  სეისმური რისკის შესახებ ეფექტური და საიმედო ინფორმაცია მივიღოთ (დანართი 5).