Name:
Password:
Please sign in or Register!

ციფრული მოდელირება და მისი კალიბრაცია.


  • ციფრული მოდელირება და მისი კალიბრაცია.

მიწისქვეშა წყლის ნაკადის (ან დაბინძურების) მიგრაციის გზების  დადგენის შემდგომ ციფრული მოდელირებით ფასდება პროცესის დროში ცვლილების შესაძლებლობები (მზადდება რეკომენდაციები დაბინძურების შემცირებისათვის);  ისაზღვრება საბადოს მარაგები და მისი ეკოლოგიურად და ეკონომიურად გამართლებული ექსპლუატაციის რეჟიმი.
ჩვენს მიერ მოდელირების განსახორციელებლად გამოიყენება ცნობილი კომპიუტერული პროგრამების ლიცენზირებული პაკეტები VisualModflowPro, Feflow და სხვა.

  • შედეგები

აღნიშნული კვლევების შედეგად შესაძლებელი ხდება დადგინდეს წყლის გენეზისი, გაიდევნოს წყლის ნაკადის მიგრაცია კვების არედან განტვირთვის არემდე, მისი რესურსების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება, პროცესების დროში და სივრცეში განვითარების მოდელიერება, რეკომენდაციების და ნორმატივების შემუშავება წყლის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებული ექსპლუატაციისთვის.

  • მიწისქვეშა წყლების ზედაპირის ჩაწოლის სიღრმისა და მისი სიმძლავრის, მიმართულების განსაზღვრა ხდება ელექტრული ძიების მეთოდებით, კერძოდ,  მულტი-კაბელური ხელსაწყო “SARIS”-ით,
  • ქანების ჰიდროდინამიკური პარამეტრების (ფილტრაციის კოეფიციენტის, წყალგაცემის და სხვა) განსაზღვრის მიზნით საველე პირობებში ტარდება სლაგ-ტესტირება (საცდელი ჩასხმების, ამოქაჩვების, დონის აღდგენის ან დაწევის) თანამედროვე ციფრული აპარატურის (”HOBO”, ”Diver”) და პარამეტრების განსაზღვრა უნივერსალური კომპტიუტერული პროგრამის ”AcviferTestPro” გამოყენებით.