Name:
Password:
Please sign in or Register!
view all news    ‹ previus    next ›    ||‹‹ oldest    last news ››||

2015.05.18 / test შუალედური ანგარიშის დანართი

2 შუალედური ანგარიშის დანართი

3. მულტიდისციპლინარული: გეოდინამიკური, ჰიდროდინამიკური, ჰიდროქიმიური, გეოფიზიკური, მეტეოროლოგიური და სეისმური ინფორმაციის უნიფიცირებული მონაცემთა ბაზის შექმნა და მასალის ანალიზი.

3.1 ბაზის სტანდარტების, სტრუქტურის და ფორმატის შერჩევა და შევსება.
გაგრძელდა მონაცემთა ბაზის შევსება გაზომილი პარამეტრით. ბაზას დაემატა სომხეთიდან მოწოდებული მასალა და გაფარდოვდა ახალი პარამეტრების ხარჯზე (დანართი 1-2). შეგროვებული მასალა მუშავდება ერთდროულად GIS სისტემის გამოყენებით. მომზადდა ვებ-გვერდი ( http://gga.ge/index2.php?s=51 ) სადაც განთავსდა დამუშავებული მასალები საჯარო მომხმარებისთვის.

3.2. კომპლექსური მულტიპარამეტრული მონაცემების გაფილტვრა მეტეოროლოგიური, სეზონური და სხვა ეგზოგენული სიგნალებისგან.
გეოპროცესების დინამიკის კვლევისათვის დავიწყეთ მონაცემების დამუშავება წრფივი მეთოდებით MatLAb გარემოში შემუშავებული პროგრამული პაკეტით. პარამეტრის ცვლილება განპიროვნებულია სხვა და სხვა ფაქტორებით, მათ შორის: დედამიწის მიმოქცევითი ვარიაციებით, ატმოსფერული წნევით, ნალექიანობით გამოწვეული სეზონური ცვლილებებით და გეოდეფორმაციული დაძაბულობით. ჰიდროდინამიკური სიგნალის დაყვანილი მნიშვნელობის მისაღებად მოვახდინეთ მულტი-სიგნალების დაშლა სპეციალურად შემუშავებული პროგრამით RestDans. ანალიზის შედეგად გამოყოფილი იქნა მიმოქცევითი ვარიაციები და ატმოსფერული წნევის მდგენელები. მოხდა სუფთა გეოდინამიკური მდგენელის გამოყოფა (დანართი 3). შემდეგში ასევე გაგრძელდება მასალის დამუშავება სხვა, მათ შორის არაწრფივი ანალიზის მეთოდებით.

http://gga.ge/index2.php?s=11&summary=2&qv=2